Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes
Ajara Routes

აჭარის ცნობილი და უცნობი კულტურული მარშრუტები

საერთაშორისო განმარტების თანახმად კულტურული მარშრუტი არის სახმელეთო, საზღვაო, შერეული ან სხვა ტიპის მარშრუტი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ისტორია, წარმოაჩენს ხალხთა ურთიერთობას, საქონლის, იდეების, ცოდნის და ფასეულობების გაცვლას სახელმწოფოებსა და რეგიონებს შორის დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რაც აყალიბებს კულტურათა მჭიდრო კავშირს დროსა და სივრცეში, რაც თავის მხრივ აისახება როგორც მატერიალურ ისე არამატერიალურ მემკვიდრეობაში

  • სწორედ კულტურული მარშრუტის საშუალებით არის შესაძლებელი დროსა და სივრცეში მოგზაურობით დავინახოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობა, თუ როგორ ქმნის ერთიან კულტურულ სივრცეს. მსგავსი მარშრუტის შექმნის პირველი პრეცენდენტი იყო სანტიაგო დე კომპოსტელას პილიგრიმთა გზა, რომელმაც ევროსაბჭოს სერტიფიცირება 1987 წელს მიიღო. მას შემდეგ უამრავი სამართლებრივი დოკუმენტით გაიწერა და დაიხვეწა ევროსაბჭოს მიერ კულტურული მარშრუტის სერტიფიცირების პროცესი. ისინი აერთიანებენ ევროპულ ღირებულებებს: ადამიანის უფლებებს, კულტურულ მრავალფეროვნებას და კულტურათაშორის დიალოგს. დღეის მდგომარეობით სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი
  • სერტიფიცირებული მარშრუტი კი უკვე საერთაშორისოდ აღიარებულია მას უამრავი ტურისტი სტუმრობს, რაც თავის მხრივ ფინანსური სარგებლის გარდა, მარშრუტში ჩართული კულტურული ძეგლების რეაბილიტაციას უწყობს ხელს. რაც შეეხება საქართველოს, 2015 წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების წევრი ქვეყანა გახდა, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება ხელი შეუწოს საქართველოში კულტურული მარშრუტების იდენტიფიცირებასა და მათ პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2019 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით ჩვენი ქვეყანა ჩაბმულია ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ შემდეგ მარშრუტებში: ებრაული მემკვიდრეობის გზა, უძველესი თერმული ქალაქები, პრეისტორიული კლდის მხატვრობა და ღვინის გზა.

აჭარის კულტურული რუკა

Map