ახალგაზრდა ფოთლის (ჩაის გზა)

axalgazrda-foTlis-(chais-gza)

შესავალი

ისტორიული წყაროების ცნობით ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩნდა, როდესაც ეკატერინე მეორემ ერეკლე მეორეს სამოვარი და ჩაის ჭურჭელი აჩუქა. არსებობს ვარაუდი, რომ ჩაის პირველი ბუჩქი, რომელსაც მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება ჰქონდა, თავად გურიელის ეზოში დაირგო. სამრეწველო დანიშნულებით ჩაის პირველი ბუჩქები ჩინეთიდან ჩამოიტანეს და ჩინელი აგრონომის, 23 წლის ლაო ჯინ ჯაოს თაოსნობით შეიქმნა საუფლისწულო მამულები. ჯინ ჯაოს სამართავად ჰქონდა გადაცემული რამდენიმე მამული: კაპრეშუმში – „ნაკრძალი“, სალიბაურში – „სალაღობო“, ჩაქვში - „საამო”. საუფლისწულო მამულებში მუშაობის 10 წლის თავზე იგი მესამე ხარისხის სტანისლავის ორდენით დააჯილდოვეს. თვითონ სპეციალისტი კი დაბა ჩაქვში დასახლდა, სადაც მისი ოჯახი 1926 წლამდე ცხოვრობდა. 1900 წელს ქართულმა ჩაიმ პარიზის გამოფენაზე საუკეთესო ხარისხის აღიარების ჯილდო მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უკიდურესი ჩრდილოეთი რეგიონია, სადაც სამრეწველო სიმძლავრეების ჩაი ხარობს.

მემკვიდრეობა

პირველ ეტაპზე მარშრუტში ჩართულია ძმები ნობელების მუზეუმი ბათუმში

1. ლაო ჯინ ჯაოს სახლი
2. ჩაქვის ჩაი
3. შპს ,,ემირი’’ ქობულეთში
4. აგროფირმა ქობულეთი

მარშრუტი

მარშრუტი დაიწყება ბათუმიდან, ძმები ნობელების მუზეუმიდან, სადაც ამჟამად ინახება ლაო ჯინ ჯაოს კუთვნილი ნივთები, შემდეგ გადაინაცვლებს ჩაქვში მდებარე მის სახლში და სურვილისამებრ მოიცავს ჩაის მწარმოებელ ადგილობრივ კოოპერატივებს, რომლებიც ვიზიტორებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. მარშრუტის განხორციელება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს. მითუმეტეს, რომ ჩაი უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მატარებელი პროდუქტია, რომლის მიმართაც ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული გრძნობები და დამოკიდებულება აქვთ, მათ შორის საქართველოში.

 

map