არტ ნუვო

art-nuvo

არტ ნუვო, იგივე მოდერნი (ფრანგ. Art Nouveau — "ახალი ხელოვნება") — სტილი ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის დასაწყისში მიაღწია. სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელის მაღაზიისგან პარიზში, "Maison de l Art Nouveau". საქართველოში ამ სტილს მოდერნსაც უწოდებდნენ. არტ ნუვოს დიზაინი მთელ იერარქიას მოიცავს: არქიტექტურას, ინტერიერს დიზაინს, დეკორატიულ ხელოვნებას - სამკაულებს, ავეჯს, ქსოვილებს, ჭურჭელს, განათებას და ვიზუალური ხელოვნების მთელ სპექტრს.

მემკვიდრეობა

ქსელი აჭარაში აერთიანებს შვიდ ობიექტს (ბათუმში, მახინჯაურსა და ციხისძირში), მათგან ყველას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

1. ყოფილი ზალენსკის აგარაკი ციხისძირში
2. მეზონინებიანი სააგარაკო სახლი ციხისძირში
3. ყოფილი პომორსკის აგარაკი ციხისძირში
4. ყოფილი ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელი სახლი
5. "სიბირიაკოვის სახლი" - ყოფილი სააგარაკო სახლი-მახინჯაურში
6. საცხოვრებელი სახლი ბათუმში( ნაგებობა ბათუმური მოდერნის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს).
7. წითელი ჯვრის ოფისი ბათუმში. ამჟამად მიმდინარეობს მოდერნის სტილის ძეგლების შესწავლა და საბოლოოდ განისაზღვრება მათი ზუსტი რაოდენობა ბათუმში.

მარშრუტი

მარშრუტის განხორციელების შეფასებისას გამოიკვეთა ამ ძეგლების დიდი ტურისტული პოტენციალი. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ მარშრუტში შესული ბათუმი, ციხისძირი და მახინჯაური უკვე ისედაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახელობასა და ტურისტებს შორის, ამიტომ აღნიშნული მარშრუტი კიდევ უფრო გააღვივებს ინტერესს. კულტურული მარშრუტი „არტ ნუვოს’’ თანამედროვე გზა აჭარაში“ შესაძლოა განხორციელდეს წლის ნებისმიერ სეზონზე. შემოთავაზებული მარშრუტით დაინტერესდებიან ძირითადად დარგის სპეციალისტები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები. ეს მარშრუტი შესაძლოა ბევრი ახალგაზრდა მკვლევარისთვის შთაგონების წყაროდ იქცეს.

 

map