ფერადი წარსული - მოზაიკის გზა

feradi-warsuli---mozaikis-gza

შესავალი

მოდერნისტული შენობები საქართველოში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აღიარებულ იქნა, ამ ეპოქის არქიტექტურის ხელოვნება - მონუმენტური დეკორატიული მოზაიკა - ჯერ კიდევ ელოდება საერთაშორისო აუდიტორიის აღმოჩენას და ყურადღებას. უხვად ფერადი მოზაიკა საქართველოს არქიტექტურის დამოუკიდებელი, მაგრამ განუყოფელი ნაწილი ოყო და არის, თუმცა დღეს ბევრი მათგანი განადგურების საფრთხის ქვეშაა. მოზაიკის ხელოვნება 4 000 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად დეკორატიულ ფიგურებს ფონზე თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ. რაც შეეხება ქართულ მოზაიკას, 1952- 54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. ბიჭვინთის მოზაიკა შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და სტოაში. 1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა აღმოაჩინეს. მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში. VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა. შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკა მოკირწყლულია შავი, სხვადასხვა ელფერის წითელი, მოცისფრო და ღია მწვანე განსხვავებული ზომისა და ფორმის კენჭებით. XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა. დღეს ძალიან ბევრი კულტურის მცოდნე, ხელოვანი, ასევე ფოტოგრაფი ხაზს უსვამს შემოქმედებითი მემკვიდრეობის ყურადღების მიქცევას, მისი დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.

მემკვიდრეობა

მარშრუტი მოიცავს აჭარის ტერიტორიაზე გაბნეულ 26 ობიექტს, რომლებიც თავის მხრივ განსხვავებულ ამბავს მოუთხრობს მნახველს. მათი უმეტესობა ბათუმსა და მიმდებარე დასახლებებშია, რაც აადვილებს მათ მონახულებას.

1 ყოფილი კაფე ფანტაზია
2 დელფინარიუმი
3 მეორე მსოფლიო ომის მემორიალი
4 ყოფილი თამბაქოს ფაბრიკის კედელი
5 ავტობუსის გაჩერება
6 საჯარო სკოლა
7 ნავთობგადამამუშავებელი საწარმო
8 ყოფილი საბავშვო ბაღი
9 აგრარული უნივერსიტეტი
10 კულტურის სახლი
11 ავტობუსის გაჩერება
12 ყოფილი მეტყევეობა
13 შადრევანი
14 მე-4 საჯარო სკოლა
15 საცხოვრებელი სახლის შესასვლელი
16 საცხოვრებელი სახლის შესასვლელი
17 ყოფილი ლიმონის მეურნეობა
18 საჯარო სკოლა
19 ავტობუსის გაჩერება
20 სოფლის ცენტრი
21 შადრევანი
22 ფასადის დეკორაცია
23 ავტობუსის გაჩერება
24 ყოფილი სანატორიუმის შესასვლელი
25 ავტობუსის გაჩერება
26 ყოფილი სანატორიუმი კოლხიდა

მარშრუტი

მოზაიკა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მუხედავად იმისა, რომ ზოგი მას ხელობად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ხელოვნებად. მოზაიკას ხშირად ორმაგი ფუნქცია აქვს, რადგან შემოქმედების ადვილად მისაწვდომ, არა ელიტურ ფორმად ითვლება და ამასთანავე, ფუფუნების სიმბოლოც არის. მოგზაურს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს მისთვის საინტერესო თემატიკის მოზაიკა. მარშრუტის განხორციელება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. მარშრუტის მოხერხებულობას განაპირობებს ის ფაქტიც, რომ ობიექტები ძირითადად დასახლებულ პუნქტებშია და მათ მოსანახულებლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაც შესაძლოა..

 

map