ქვის თაღოვანი ხიდები

qvis-Taghovani-xidebi

შესავალი

ძველ ხიდებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ იმ ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობენ საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში, კერძოდ აჭარაში. აქაური ხიდები ამ მხარეში ყოველთვის იპყრობდა მოგზაურთა ყურადღებას, ისინი მრავლადაა მიმოფანტული მხარის მთაგორიან ხეობებში. ხიდები არა მხოლოდ დიდ მდინარეებზე, არამედ მათ შენაკადებზეც, სხვადასხვა ხევებსა და უფსკრულებზე ყოფილა აგებული. მათი უმეტესობა ერთმალიანი ნაგებობებია, ბურჯები და წყობა იმდენად მკვიდრია, რომ საუკუნეებს გაუძლეს და დღემდე გამოიყენება საფეხმავლოდ.

მემკვიდრეობა

ქსელი აჭარაში აერთიანებს თექვსმეტ ობიექტს, რომელთაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

1. აქუცის ხიდი
2. დანდალოს ხიდი
3. საღორეთის (აგარის) მიწის თაღოვანი ხიდი
4. მახუნცეთის ხიდი
5. ხიდი ცხმორისში
6. წონიარისის (ჯაიმელა) ხიდი
7. ფურტიოს თაღოვანი ხიდი
8. ჭვანის (ვარჯანაულის) ქვის თაღოვანი ხიდი
9. ზედა ჩხეტუნეთის (ჩხერის) ქვის ხიდი
10. მახოს ხიდი
11. ერგოს (ჯოჭოს) ხიდი
12. ჩიქუნეთის (ბესლეთის) ხიდი
13. ცხემლარას ქვის თაღიანი ხიდი
14. ხერთვისის (აჭარისწყლის) ხიდი
15. უჩხოს ქვის თაღოვანი ხიდი
16. ცხემვანის ხიდი

ხიდები ცხადყოფენ მაღალ სამშენებლო ხელოვნებას (გადასასვლელი ადგილის შერჩევა, ბურჯების დადგმა ქარგილებისათვის, მასალის შერჩევა, ბურჯების და კამარების წყობა და სხვ.). აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ხერხების ტიპით შუა საუკუნეების ხიდები იდენტურია.

მარშრუტი

ხიდები ძირითადად აჭარისწყლისა და კინტრიშის ხეობებშია თავმოყრილი. აქედან გამომდინარე კულტურულ მარშრუტს აქვს ორი მიმართულება, რომლებიც სათავეს იღებენ ქალაქ ბათუმიდან და მარშრუტი გრძელდება მაღალმთიანი აჭარის გავლით . მეორე მარშრუტი ბათუმიდან გაივლის შავი ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთ მიმართულებით და გადაუხვევს მდინარე კინტრიშის ხეობაში. მარშრუტი შესაძლოა განხორციელდეს წლის ნებისმიერ სეზონზე. შემოთავაზებული მარშრუტით დაინტერესდებიან ისტორიკოსები, არქიტექტორები და ა.შ..

 

map