აჭარული საცხოვრისი

acharuli-sacxovrisi

შესავალი

ოდა-სახლები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში და გამორჩეულია არქიტექტურული სტილის ნაგებობებით. ხის ან ქვის ბოძებზე შემდგარი, ხით ნაშენი სახლი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება არქიტექტურა ჰარმონიულად შეერწყას გარემოს. ეს პატარა ხის სახლები უსიტყვოდ ჰყვებიან ამბავს ამ კუთხის კულტურაზე, მის განვითარებასა და ადამიანებზე, რომლებიც ამ სახლებში ცხოვრობდნენ. აჭარული საცხოვრისი ზოგიერთი არქიტექტურული ნიშნით განსხვავდება დასავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებში არსებული ოდა სახლებისგან.

მემკვიდრეობა

მარშრუტში ჩართულია ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ყველა სოფელი და მაჭახელას ხეობაში არსებული სოფლები. ამჟამად მიმდინარეობს აჭარული ხის სახლების აღრიცხვის პროცესი, ხდება მათი კატალოგიზაცია და მომავალში დაზუსტდება შემორჩენილი სახლების რაოდენობა და მდებარეობა.

მარშრუტი

მარშრუტი პირობითად იყოფა ორად: ერთი მიმართულება მოიცავს მაჭახელას ხეობის სოფლებს; მეორე მიმართულება კი მიემართება ქედის, შუახევის და ხულოს მიმართულებით. მარშრუტის განხორციელება შესაძლებელი იქნება ძირითადად ზაფხულის პერიოდში. წინამდებარე მარშრუტის სამიზნე ჯგუფია ძირითადად დარგის სპეციალისტები, ოსტატები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები. მოყვარული ტურისტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჯანსაღი და ისტორიული ადგილებით.

 

map