აჭარული ყველის გზა

acharuli-yvelis-gza

შესავალი

საქართველოში ყველი საუკუნეებია მზადდება თუ სხვა ქვეყნებში ყველის დამზადების ისტორია 4000 წელს ითვლის საქართველოში კი 8000 წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელია აღმოჩენილი. ქართველებმა ყველის ამოყვანის მრავალგვარი ტექნოლოგია შექმნეს რომელთაგანაც ზოგიერთი დღეს დაკარგულია. სიტყვა ქვევრზე რაც პირველად გვახსენდება არის რა თქმა უნდა ღვინო, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ ქართველები ღვინის გარდა ქვევრში ყველსაც ამზადებდნენ. საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება, თუმცა ყველის დამზადების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.

მემკვიდრეობა

მარშრუტში ჩართულია ყველის მწარმოებელი რამდენიმე საწარმო:

ჩაქვში მდებარე კერძო საწარმო ,,ლუკა-თეო’’
1. ხულოსა და შუახევის სოფლებში მომზადებული შუშველა ყველი
2. ხულოსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთა მიერ წარმოებული ,,დამპალი ყველი’’
3. სოფ. დიოკნისში მდებარე საწარმო ,,ცეზარი’’
4. და ასევე აჭარის მაღალმთიან სოფლებში და საზაფხულო იალაღებზე (1800-3000 მ ფარგლებში) მომზადებული ჩეჩილი ყველი. მარშრუტით დაინტერესდებიან როგორც ადგილობრივები,აგრეთვე ტურისტები მთელი ევროპის მასშტაბით, რომელთაც აინტერესებთ ყველის დამზადება და ტექნოლოგია, ასევე გურმანი ტურისტები რომელთათვისაც ყოველი ახალი გემოს შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია.

მარშრუტი

მარშრუტი დაიწყება აჭარის მიმართულებით ხულოში სადაც ტურისტები ნახავენ აჭარულ ყველ ჩეჩილს და დამპალ ყველს მიიღებენ მონაწილეობას დაგემოვნებასა და დამზადებაში. მარშრუტით დაინტერესდებიან ტურისტები მთელი ევროპის მასშტაბით, რომელთაც აინტერესებთ ყველი მისი დამზადება და ტექნოლოგია, ასევე გურმანი ტურისტები რომელთათვისაც ყოველი ახალი გემოს შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია.

 

map